16, ოქტომბერი 2019 19:21:00
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რუსთავი-თბილისის ავტობანზე ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მოტოციკლის მძღოლი,მეორე კი დაშავდა. გარდაცვლილი კაცი რუსთაველი არ იყო. ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის ავტობანზე რამდნენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების და საპატრულო ეკიპაჟები.
შსს-მ გამოძიება 276 მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის გულისხმობს ,ადამინის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ფოტო: არქივიდან
წყარო: TV 4