16, ოქტომბერი 2019 20:18:00
რუსთავში, მეგობრობის გამზირზე, მცირეწლოვან ბავშვს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა მცირეწლივანი დედას და ნათლიას ზებრა გადასასვლელზე საბავშვო ეტლით გადაყავდათ.
შემთხვევის შედეგად დაშავდა არასრულწლოვანი და მისი ნათლია. TV 4-ის ჟურნალისტის ინფორმაციით მძიმე დაზიანებები აღენიშნება ბავშვის ნათლიას. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.