17, ოქტომბერი 2019 12:23:00
ინგრედიენტები
პომიდორი - 5-6 ცალი
ნიორი - 1 კბილი
მარილი - 1/3 ჩკ
შაქარი - 1/3 ჩკ
ოხრახუში - 4-5 ღერი
მდოგვი - 1/2 ჩკ
ზეითუნის ზეთი - 2 სკ
ვაშლის ძმარი - 1/2 სკ
დაფქვილი შავი წიწაკა - გემოვნებით
მომზადების წესები
1. დაჭერით მწიფე პომიდვრები რგოლებად.
2. შეურიეთ ერთმანეთს 1 კბილი დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში, 1/3 ჩკ მარილი, 1/3 ჩკ შაქარი, 1/2 ჩკ ფრანგული მდოგვი, 2 სკ ზეითუნის ზეთი, 1/2 სკ ვაშლის ძმარი და შავი წიწაკა.
3. მიღებულ მასაში კარგად ამოსვარეთ პომიდვრის რგოლები და თავდახურული ჭურჭლით შედგით მაცივარში 30 წუთი.
წყარო : gemrielia.ge