17, ოქტომბერი 2019 20:55:00
ახლა კი მოგიყვებით ბათუმში გოგოლის ქუჩაზე არსებულ პრობლემებზე. დაახლოებით კილომეტრიან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურა მოუწერისგებელია. დაზიანებული ან ამოცვენილია ბეტონის ფილები. ამორტიზებული გზა აზიანებს ავტოსატრანსპორტო საშუალებებს, ამიტომაც პრეტენზიები აქვთ მძღოლებს. პასუხები დღეს მერიის შესაბამისი სამსახურისგნა მოვითხოვეთ.
ეს ბათუმის ერთ-ერთი ცენტრალური გზაა. გოგოლის ქუჩაზე, დაახლოებით 700 მეტრიან გზის მონაკვეთზე, ბეტონის ფილები ამოცვენილია, ზოგან კი დაზიანებული. ამ გზით მსუბუქი ავტომობილების გარდა, სატვირთოებიც გადაადგილდებიან
ამავე ქუჩაზე მდებარეობს ბათუმის ახალი ავტოსადგურიც. შესაბამისად, მიკროავტობუსის მძღოლები ტერიტორიაზე სწორედ გოგოლის ქუჩის გავლით შედიან. თვითდასამქმებულები ამორტიზებული გზის გამო ტრანსპორტის ხშირ გაფუჭებაზე საუბრობენ და შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარებას სთხოვენ
მძღოლების ამბობენ, რომ იმ ფონზე როცა ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდა, ხელისუფლებამ საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოაწესრიგოს.
ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ ხელისუფლების ოპონენტები. ერთიან ანციონალურ მოძრაობაში მიიჩნვენე, რომ უმჯობესია ერთიანად, მსხვილი თანხის გამოყოფა და ასფალტ- ბეტონის საფარის დაგება.
ბათუმში, ორმულებისა და ბეტონის ფილების შეკეთებას ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზები“ ახორციელებს. ირკვევა რომ სამუშაოები წლის განმავლობაში რამდენჯერმე ხორციელდება. მუნიციპალური ბიუჯეტიდან კი მიმდინარე წელს 78 ათასი ლარი გამოიყო. მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსი იწმუნება, რომ ბეტონის ფილების ასფალტის საფარით ჩანაცვლება იგეგმება, თუმცა როდის , ევგენიძეს ზუსტი პასუხი არ აქვს.
ვიდრე მერია პროექტს დაგეგმავს და განახორციელებს, მძღოლებს კი მოძრაობა კვლავ ამორტიზებულ გზაზე მოუწევთ.