17, იანვარი 2017 11:36:00
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და „ქართულ ოცნებას“ შეუსრულებელი დანაპირებები შეახსენა. პარტიის წევრები ციხისძირში, გადასატანი მაგნოლიის ხის მიმდებარედ შეიკრიბნენ და განცხადება გააკეთეს. რეზო ხარაზის თქმით, ქვეყანაში არსებული სოციალური მდგომარეობის ფონზე და მათი გადაჭრის გზების ძიების ნაცვლად, ყურადღება მხოლოდ ხეების გადატანაზეა გამახვილებული. პარტიის წევრებმა შემოსაზღვრული ხის ირგვლივ სიმბოლურად მმართველი გუნდისა და ბიძინა ივანიშვილის დაპირებები გამოაკრეს.