19, ოქტომბერი 2019 10:49:00
თბილისში, გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაშავებული 39 წლის კაცის მდგომარეობა უმძიმესია. პაციენტს სხეულის, დაახლოებით, 60% აქვს დამწვარი.
"პაციენტი დილის 9 საათზე შემოიყვანეს, დამწვრობა მიღებული აქვს ცეცხლის ალით. მისი მდგომარეობა ამ დროისთვის უმძიმესია. პაციენტი დამწვრობითი შოკის მდგომარეობაში იმყოფება და მიმდინარეობს ძლიერი ანტიშოკური თერაპია. ჯერჯერობით რაიმე პროგნოზების გაკეთებაზე ლაპარაკი ადრეა. მას ძირითადად სასუნთქი გზები აქვს დამწვარი", - განაცხადა მკურნალმა ექიმმა.