21, ოქტომბერი 2019 16:14:00
„შექმნილია სიყვარულით“ - ასე ქვია ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე მაღაზიას, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა საოჯახო აქსესუარების შეძენა, თუმცა ნივთის სახლში მიტანის შემდეგ შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ ის არათუ „სიყვარულით არის შექმნილი“, არამედ მასში ბავშვებისთვის საშიში რწყილებიც კი ბინადრობდნენ.
მარიამ ქუთათელაძემ აღნიშნულ მაღაზიაში ბავშვის საწოლზე დასამაგრებელი რბილი, მოწნული აქსესუარი შეიძინა, რათა ბავშვი უფრო მოხერხებულად და დაცულად ყოფილიყო, თუმცა ნივთის სახლში მიტანისა და საწოლზე დამაგრების შემდეგ პატარას უჩვეულო ნაკბენები შეამჩნიეს.
„მეორე დღიდან ბავშვმა სერიოზული ნაკბენებით გაიღვიძა. თავიდან ვიფიქრე შეიძლება გარეთ, ვაკის პარკში, ან სადმე სხვაგან დაკბინესთქო, მაგრამ ყოველი დაწოლის შემდეგ ასეთი რეალობის წინაშე ვდგებოდით. ბოლოს აღმოვაჩინეთ, რომ ეს ხდებოდა სწორედ ამ აქსესუარისგან, დავაკვირდით კარგად და აღმოჩნდა, წნულში არსებული რაღაც მკბენარები, რომლებიც ბავშვს კბენდნენ. დავრეკე მაშინვე მაღაზიაში, ავუხსენი სიტუაცია, თუმცა კატეგორიულად გამომიცხადეს, რომ გაყიდულ ნივთს უკან არ დაიბრუნებენ და არც გადაცვლიდნენ“, - ამბობს მარიამ ქუთათელაძე.
თავად მაღაზიაში კი ამბობენ, რომ მათ უამრავი მომხმარებელი ჰყავთ და სარეალიზაციოდ გამოტანილ პროდუქციაში რაიმე სახის მწერის არსებობას უარყოფენ. მაღაზიაში აცხადებენ, რომ თანახმა არიან ექსპერტიზაზეც, თუმცა მხოლოდ მათ მიერ წარდგენილ ნივთზე და არა მარიამ ქუთათელაძის მიერ შეძენილ აქსესუარზე.
წყარო: primetime.ge