21, ოქტომბერი 2019 17:20:00
თბილისში მოზარდს მატარებელი დაეჯახა. შემთხვევა მეტროსადგურ გოცირიძის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც რკინიგზის ლიანდაგი გადის. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სარკინიგზო ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
მოზარდი იაშვილის საავადმყოფოშია გადაყვანილი და როგორც კლინიკაში აცხადებენ, პაციენტი, რომელიც დაახლოებით 12 წლისაა, მძიმე მდგომარეობაშია.