21, ოქტომბერი 2019 17:15:00
„განდაგანას და მის ხალხურ საწყისებს“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინიციატორი აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოა. განდაგანას საფუძვლად უდევს ხალხური ცეკვები: „ყოლსამა“, ანუ მხარული, „„თარნანინო“, „ჯაყდანანა“ და სხვა. ეს ცეკვები აჭარაში თაობიდან თაობას ოჯახური ტრადიციების გზით გადაეცემოდა.