21, ოქტომბერი 2019 20:50:00
6 ოჯახი საცხოვრებლის დაკანონების მოლოდინში. მოგიყევით გონიოში ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე, ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის შენობებში შესახლებულების მოთხოვნებზე. ხალხის პრეტენზიებზე ხელისუფლება წლებია არ რეაგირებს. იმის გამო, რომ ფართობების რეგისტრაცია ვერ მოახერხეს, კომუნალურ სერვისებსაც არალეგალურად იყებენენ. რით პასუხობენ აჭარის მთავრობაში ადგილობრივებს? ნაზიბროლა ქობულაძე გიამბობთ
ეს ადამიანები ანდრია პირველწოდებულის ქუჩაზე ყოფილი რუსული სამხედრო ბაზის შენობებში 30 წელზე მეტია ცხოვრობენ. 9 ოჯახიდან საცხოვრებლის დაკანონება მხოლოდ 3-მა შეძლო.
საკუთურების რეგისტრაციის არქონის გამო, აქ მაცხოვრებლები ვერც კომუნალური მომსახურებით სარგებლობენ. მათ სახლებში ელექტრო ენერგია, ბუნებრივი აირი და სასმელი წყალი კუსტარულად აქვთ შეყვანილი.
უფლებადამცველი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას პასუხი უნდა გასცეს, იმის მიუხედავად, არის ეს ფართობი საინვესტიციო ზოლში თუ არა. თამაზ ბაკურიძის შეფასებით, აქ მაცხოვრებლები ინვესტორის კეთილ ნებაზე დამოკიდებულები ვერ იქნებიან.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ საკითხზე სპეციალურმა კომისიამ უნდა იმსჯელოს.
როდის იქნება კომიიის დასკვნა მზად? რამდენად გაითვალისწინებენ მოსახლეობის ინტერესებს და იქნება თუ არა საინვესტიციო პირობაში აქ მაცხოვრებლების ინტერესები გათვალისწინებული? ამაზე პასუხი ჯერ არ არსებობს.