22, ოქტომბერი 2019 17:15:00
ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი ბათუმის ნავსადგურს სტუმრობს. ხომალდს წყალქვეშა ნავებისა და ბალისტიკური რაკეტების მოგერიება შეუძლია. ბორტზე 39 ოფიცერი და 282 კაციანი პერსონალი იმყოფება. ხომალდი მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს მისიების მხარდაჭერას ევროპაში. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები ისტორიულ ადგილებს მოინახულებენ. ეს გემის მეორე ვიზიტია საქართველოში.