22, ოქტომბერი 2019 21:10:00
ზეწოლა ტვ 25-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსზე. სულხან მესხიძეს კვლავ ემუქრებიან. ჟურნალისტი თავს დაცულად არ გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება დაწყებულია. რეპორტაჟიდან გაიგებთ, რა მოჰყვა მესხიძემ დღეს აჭარის მთავარ სამმართველოში და რატომ არ ენდობა იგი საგამოძიებო ორგანოს?
„TV 25“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსი თავს დაცულად ბოლო 2 თვის მანძილზე არ გრძნობს. სულხან მესხიძე ყვება, რომ ახლა უკვე მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან. ეჭვობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეზე შედეგს განმიზნულად არ დებს. ჟურნალისტი სამართალდამცავი ორგანოზებისგან დაუყონებლივ რეაგირებას ითხოვს.
საგამოძიებო ორგანოს წარმომანლების კითხვებს დღეს თითქმის 2 საათის განმვალობაში პასუხობდა. სამართალდაცმეველებს ფგანხორციელებულ მუქარაზე მან დეტალყური ინფორმაცია მიაწოდა. დაკითხვიდან გამოსულმა ჟურანლსიტმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ნდობა არ აქვს.
საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს სულხან მესხიძის ინტერესების დამცველიც. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციცაიის ადვოკატი საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. პაატა დიასამიძის თქმით, შემთხვევა მუქარის მუხლით უნდა იქნას გამოძიებული.
სულხან მესხიძის მინმართ მუქარის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო. განცხადება ში წერია, რომ ჟურნალისტებს არ ჰქონდეთ იმის შიში, რომ პროფესიული საქმიანობისას მათი უფლებების შეილახვის ფაქტები სათანადოდ არ იქნება გამოძიებული,რ ადგან ამან შესაძლოა ჟურნალისტებს თვითცენზურა ჩამოუყალიბოს.
საქმე, ღურტას საბავშვო ბაღის ყოფილ გამგეს ეხება, რომელიც „მაცნეში“ გასული სიუჟეტის შემდეგ სამსახურიდან გაათავისუფლეს. მედეა მამულაძე თავდაპირველად მუქარას მაუწყებლის ჟურნალისტზე ეკა ბარამიძეზე ახორციელებდა, მოგვიანებით კი იგი სულხან მესხიძეს ფიზიკური ანგარისწორებით ემუქრებოდა. საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მუქარის მუხლით დაიწყო, თუმცა საგამოძიებო ორგანომ ფაქტზე კონკრეტული შედეგი დღემდე ვერ დადო.