23, ოქტომბერი 2019 10:49:00
ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძე დაინიშნა. იგი პროფესიით ეკონომისტია. ორგანიზაციას ამ დრომდე გივი ბარამიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც ამავე ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე გადაინაცვლა.
- მანუჩარ ჯიჯავაძის cv
- 1998-2003 წწ - იყო ქედის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის მთავარი მწვრთნელი;
- 2003-2005 წწ - მუშაობდა დაბა ქედის თემის სპეციალისტად;
- 2005-2008 წწ - კვლავ მთავარი მწვრთნელის პოზიციას იკავებდა.
- 2008-2014 წწ - იყო ა(ა)იპ ქედის სასპორტო სკოლის დირექტორი.