23, ოქტომბერი 2019 20:50:00
სამი კილომეტრი გზა სკოლამდე ფეხით. სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები ტრანსპორტის მომსახურების აღდგენას ითხოვენ. სასწავლო წლის დაწყებიდან დღემდე, მოზარდები დღეში 6 კილომეტრამდე მონაკვეთს ფეხით გადიან. რატომ არ ემსახურებათ ბავშვებს ავტობუსები? ეკატერინე ბარამიძის რეპორტაჟიდან გაიგებთ
მოსწავლეებმა პრობლემის მოგვარებისა და რეაგირების მიზნით, მუნიციპალიტეტის რესურსცენტრს, მშობლებთან ერთად არაერთხელ მიმართეს და ტრანსპორტის აღდგენის დაპირებაც მიიღეს, თუმცა ამაოდ. წვიმასა და ქარში, 17-მდე ბავშვს კილომეტრობით მანძილის გავლა დღემდე ფეხით უხდება.
მძღოლი, რომელიც სოფელ ზედამახუნცეთში მცხოვრებ მოსწავლეებს თითქმის სამი წელია ემსახურება სატელევიზიო კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. პირად საუბარში კი აღნიშნა, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ გასასვლელი მანძილი გაუზარდა, ანაზღაურება კი უცვლელი დარჩა, სწორედ ეს გახდა უკმაყოფილების მიზეზი.
ქედის რესურსცენტრი სუფროსი განმარტავს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად უწყება მუშაობს და ყოველდღიური კომუნიკაციაც აქვს, როგორც ტენდერის განმახორციელებელ ორგანიზაციასთან. დურმიშ ხანშავიშვილი დასძენს, რომ შეუსრულებელი ვალდებულების გამო, კომპანია ყოველდღიურად ჯარიმდება.
აჭარაში, სკოლის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას კომპანია „თაიმ სერვისი“ ახორციელებს. რატომ ვერ მოგვარდა პრობლემა დღემდე და რა უშლიდა კომპანიას ხელს, რომ ტენდერით ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა - კომპანიის წარმომადგენელი არსებულ ვითარებას ასე ხსნის:
რამდენ ხანს მოუწევს მოსწავლეებს სკოლამდე კილომეტრობით გზის გავლა, ეს ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასა და ტენდერის განმახორციელებელ სახელმწიფო დაფინასებაზე მყოფი ორგანიზაციის მუშაობაზეა დამოკიდებული.