24, ოქტომბერი 2019 18:18:00
შესაძლოა, ეს ჰიპსტერებისთვის ცუდი ამბავია, მაგრამ კაცებმა, რომლებიც წვერს ატარებენ, შესაძლოა ამით კარგი სამსახურის დაწყების პერსპექტივას ავნონ- ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. როგორც სტატიაში წერია, ახალი კვლევის თანახმად, სამსახურის მაძიებლებლები, რომლებიც გასაუბრებაზე წვერით მიდიან, პოტენციურმა ხელმძღვანელებმა შეიძლება ნაკლებად შესაფერის კანდიდატებად ჩათვალოს. ასეთი თანამშრომლები თბილები არ არიან და კოლეგებთან კარგი ურთიერთობა არ გამოსდით.
ამერიკელმა ფსიქოლოგებმა 1000 მოხალისე გამოკითხეს და მათ დასკვნა ათობით კაცის სახის განხილვის შემდეგ გამოიტანეს. ამასთან, სპეციალისტების თქმით, მათთვის უცნობია, რატომ არიან დამსაქმებლები წვერიანი კაცებისადმი უფრო სკეპტიკურად განწყობილები. წინა კვლევის თანახმად, წვერი კაცებს უფრო აგრესიულ გამომეტყველებას აძლევს.
წყარო: imedinews.ge