ხელისუფლების რჩეული კანდიდატები მაუწყებლის ბორდში. უმაღლესი საბჭოს დეპუტატებმა დღეს კენჭისყრაზე სოსო სტურუასა და თამილა დოლიძეს მხარი ერთხმად დაუჭირეს. მრჩეველთა საბჭოში მოხვდა თამარ წილოსანი, რომელიც წარმომადგენლობით ორგანიში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ცოტნე ანანიძის თანაშემწეა. გაუძლებენ თუ არა ქართული ოცნების ფავორიტები ხელისუფლების გავლენებს სამომავლო საქმიანობაში და დგას თუ არა საფრთხის წინაშე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა. ჩემი კოლეგა გიამბობათ
„ქართული ოცნების“ რჩეული სოსო სტურუა, ახლა უკვე აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა. მას მხარი წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომათა დარბაზში მყოფი 17 დეპუტატიდან 15-მა დაუჭირა. კენჭისყრის პროცესს არ დასწრებია თავად სტურუა. მაუწყებლის ყოფილი დირექტორის ბორდში მოხვედრის წინაამდეგი პარტია ბურჯანაძე - დემოკრატების დეპუტატი იყო, პატრიოთთა ალიანსის წევრმა მერაბ ბლადაძემ კი თავი შეიკავა. სამაგიეროდ სტურიას კანდიდატურა მისაღები აღმოჩნდა პეტრე ზამბახიძისთვის.
სტურუას ბორდის წევრად არჩევაში საფრთხეს ხედავს მაუწყებლის ერთ -ერთი თოქ-შოუს წამყვანი ირინა ყურუა. სწორედ ის იყო პირველი, ვინც სტურუას დირექტორობის დროს, მაუწყებლის საქმიანოაბში ჩარევასა და ზეწოლის მცდელობაზე ღიად ალაპარაკდა. ფიქრობს, რომ სოსო სტურუა ვერც ახლა გაუძლებს ხელისუფლების გავლენას.
თავის მხრივ კი სტურუა ირწმუნება, რომ არც მაშინ და არც ახლა ხელისუფლების გავლენის ქვეშ არ ექცევა.
აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრი გახდა ქართული ოცნების კიდევ ერთი რჩეული თამილა დოლიძე. მან 14 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. დოლიძე იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის წინააღდეგ აქტიურად იბრძოდა. იგი აჭარის რადიოს მოქედი თანამშრომელი და დეპუტატ ილია ვერძაძის ოჯახის ახლობელია. დოლიძის და კი ხელვაჩაურის საკრებულოს დეპუტატია ქართული ოცნებიდან.
დაპირების მიუხედავად, მეორე დღეა, რაც თამილა დოლიძე „მაცნეს“ გადამღებ ჯგუფს თავს არიდებს. იგი კრიტიკული კითხვებისთვის საპასუხოდ მზად არ აღმოჩნდა. პირველ კომენტარს კი როგორც თავად გვითხრა, მხოლოდ საკუთარ სამსახურში კოლეგის გადაცემაში სტუმრობასას გააკეთებს.
დღესვე უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელვიზიის ბორდის მესამე წევრიც აირჩია. დამოუკიდებელელი დეპუტატების მიერ წარდგენილ კანდიდატს მხარი ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნების უმრავლესობამ დაუჭირდა. თამარ წილოსანი უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეა. გიორგი ცინცქილაძის მიერ წარდგენილი დიანა ვაშაყმაძე კი დაიწუნეს. ამ უკანასკნელის შეფასებით, სწორედ იმ კანდიდატებით დააკომპლექტეს ბორდი, რომელიც მმართველი გუნდის ,,რუპორი“ იქნება.
სხდომას ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებიან ,,ერთაინი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები. მიაჩნია, რომ პროცესები თავიდანვე მართული იყო
მმართველ გუნდში დღეს კიდევ ერთხელ ირწმუნებოდნენ, რომ ბორდის წევრების საქმინობაში ისინი არ ერევიან და ამის გაკეთებას არც სამომავლოდ აპირებენ.
რაც შეეხება ბორდის მეოთხე წევრს, ის ამ დრომდე არ დაუსახელებია ნაციონალური მოძარაობის წევრებს. უკვე არჩეული მრჩევლები უფლებამოსილებას მალე შეუდგებიან.