28, ოქტომბერი 2019 10:18:00
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვულ ინციდენტებზე რეაგირების სამმართველოს რიგებს ორი გოგო შეემატა.
ნინო მიქაძე და ლელა გიორგაძე 2019 წლის საზღვაო სეზონზე წყალზე მაშველებად ფოთსა და თბილისში მუშაობდნენ. სეზონური სამსახურის დასრულების შემდეგ, ორივე მათგანმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დარჩენის სურვილი გამოთქვა და ისინი სულ მალე საქმიანობას შეუდგებიან.
ნინომ და ლელამ ფიზიკური მომზადების ნორმატივები უკვე ჩააბარეს და ახლა ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ და ბირთვული მიმართულებით სპეციალურ სწავლებას გაივლიან. სწავლების დასრულების შემდეგ, ისინი დასავლეთის და აღმოსავლეთის ჯგუფებში გადანაწილდებიან.