29, ოქტომბერი 2019 09:28:00
თბილისში, მარცხენა სანაპიროზე ავარია მსხვერპლით დასრულდა. მაღალი სისწრაფით მოძრავმა ავტომობილმა სავარაუდოდ საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს, შემდეგ კი მეორე ავტომობილს შეეჯახა. გარდაცვლილი ავტომანქანის მძღოლია. დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.