29, ოქტომბერი 2019 17:13:00
ქვევყნის მასშტაბით გახორცილებულ კიბერშეტევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყება ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებებს განაგრძობს. მიმდინარეობს ყველა იმ პირის გამოკითხვა, ვინც შესაძლოა, მნიშვნელოვან ინფორმაციას ფლობდეს, ასევე, ტარდება ტექნიკური მოწყობილობების დათვალიერება. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები. ამ დროისთვის, უმეტეს ვებგვერდებზე წვდომა აღდგენილია. სამინისტროს ინფორმაციით , შესაძლოა, კიბერშეტევა განხორციელებული იყოს როგორც ქვეყნის შიგნიდან, ასევე, რომელიმე უცხო ქვეყნიდან.სხვადასხვა ქართულ ვებგვერდზე უნებართვო შეღწევისა და მონაცემების უნებართვო შეცვლის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.