29, ოქტომბერი 2019 17:19:00
რეგიონს ბრიტანელი ბლოგერი სტუმრობს. რებეკა ან ჰალლი თბილისის შემდეგ ახლა ბათუმს ათვალიერებს. მან უკვე მოინახულა ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ბოტანიკური ბაღი, ქედის ტურისტული მარშრუტი და გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი. ბლოგერი მასალას ბრიტანული სამოგზაურო გზამკვლევისთვის მოამზადებს, სადაც მოგზაურებს ახალ და საინტერესი ტურისტულ მიმართულებებს სთავაზობენ. რეგიონში 400-მდე უცხოელმა ჟურნალისტმა და ტურისტული კომპანიის წარმომადგენელმა უკვე იმოგზაურა. პრესტურები წლის ბოლომდე გაგრძელდება.