30, ოქტომბერი 2019 17:10:00
ავარიის შედეგად დაშავებული ორი მოსწავლე ქუთაისის საავადმყოფოში თავის ტვინის მძიმე ტრამვის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად ჯამდაცვის სამინისტრო დაფარავს. გუშინ ქობულეთში ავარიის შედეგად დაშავებული არასრულწლოვნებიდან ერთი ქობულეთის, მეორე კი, ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მოათავსეს. შემთხვევა გუშინ სოფელ ქობულეთში მოხდა. მანქანა, რომელშიც ექვსი არასრულწლოვანი იჯდა ხეს შეეჯახა. ორი მეთორმეტე კლასელი გარდაიცვალა. სკოლის ადმინისტრაციის ცნობით, ავტომანქანას, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მოზარდი მართავდა. მანქანაში 6 მოსწავლე იჯდა.