30, ოქტომბერი 2019 16:30:00
„აღმოაჩინე აჭარის მთები“- ასე ჰქვია ახალ საიმიჯო რგოლს, რომელიც სოფლის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით გადაიღეს. ვიდეოში წარმოჩენილია რეგიონის მთები, ბუნება, ტრადიციები, სოფლის ყოფა, ფოლკლორი და სტუმართმასპინძლობა. ვიდეორგოლი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის დაკვეთით მომზადდა.