30, ოქტომბერი 2019 19:18:00
თბილისში, მუხიანის გადასახვევთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ ავარიის შედეგად დაზიანებულია შვიდი ავტომობილი, მათ შორის ერთ-ერთი სამარშრუტო ტაქსია. გარდაიცვალა ერთი და დაშავდა სამი ადამიანი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო.
ფოტო: არქივიდან
წყარო: 1tv.ge