პირველად, ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოში ოპოზიიცის ინიციატივა შორის დღის წესრიგში მოხვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ქალაქის ხელმძღვანელობას კომპანია სვეტის მობინადრეების დახმარებას სთავაზობდა. საკითხი ჩავარდა. დეპუტატებმა რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღეს. დღევანდელი სხდომა ნაკლებ ხმაურიანი აღმოჩნდა.
ბათუმის რკინისგზის სადგურის მიმდებარედ შესალოა, მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდეს. მერიას შპს „ბათუმი ცენტრლმა“ უკვე მიმართა. კომპანია დაახლოებით 8 500 კავდრატულ მეტრზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. განაშენიანების რეგულირების გეგმის წარსადგენად დეველოპერმა წარმომადგენლობით ორგანოს თანხმობა მიიღო.
განაშენიანების რეგულირების მეორე ეტაპი ვერ გაიარა ინვესტორმა, რომელიც დაბა მახინჯაურში კომპელქსების მშენებლობას გეგმავდა. ბათუმის საკრბეულოს იურიდიულ სამსახურში აცხადებენ, რომ სამუშაოების განსახორციელბლად საჭირო იყო ტერიტორიაზე მდებარე მწვანე სივრცის გაჩეხვა, რის გამოც საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნა.
ამ მოწვევის ბათუმის საკრებულოს სხდომაზე პირველი შემთხვევა ოყო, როცა „ერთიანი ნაციოალური მოძრაობის“ ინიცატივა დღის წესრიგში მოხვდა. პრეცენდენტის მიუხედავად, საკითხმა დეპუტატების მხარდაჭერა მაინც ვერ მოიპოვა. ოპოზიციის შეთავაზება მერიისთვის, კომპანია ,,სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობისთვის იგივე ფორმით დახმარებას გულისხმობდა, რაც დედაქალაქის შემთხვევაში მოხდა.
დღევანდელ სხდომაზე გადაწყდა, რომ პიაცას მიმდებარედ, არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე მდებარე დაახლოებით 75 კვ. მეტრი და მასზე მდებარე შენობა ნაგეობა აჭარის მთავრობას პოზიტიური პირობით გადაეცეს.
საბავში ბაღების აკრედიტაცია, მომრავლებული მაწანწალა ძაღლები ქალაქის სხვადასხვა უბნებში, თვეობით გაჩერებული სატვირთო და მსუბუქი ავტომობილები ასევე, საცხენოსნო კლუბისთვის შესაბამისი ტერიტორიის გამოყოფა - ეს ის საკითხებია, რაზედაც დეპუტატებმა დღეს ყურადღება გაამახვილეს.
დღესვე გადაწყტდა, რომ მემედ აბაშიძის 47 ნომერში მდებარე სახლზე ფეხბურთელ ანზორ კაჭარავას მემორიალური დაფა განთავსდება. დეპუტებამ დღის წესრიგით გათვალისიწინებულ 16 საკითხზე იმსჯელეს.