31, ოქტომბერი 2019 09:31:00
„ტვიტერი“ მომავალი თვიდან საკუთარ პლატფორმაზე პოლიტიკურ რეკლამებს აღარ განათავსებს, - ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა ჯეკ დორსიმ განაცხადა.მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა უნდა „დაიმსახურონ და არა უნდა იყიდონ.“
„აქ გამოხატვის თავისუფლება არაფერ შუაშია. საქმე ეხება პოლიტიკური სიტყვის ზეგავლენის გაზრდის მიზნით ფულის გადახდას. თუმცა, ამ პოლიტიკური სიტყვის ზეგავლენას მნიშვნელოვანი განშტოებები აქვს, რის გადასალახადაც, შესაძლოა, თანამდეროვე დემოკრატიული ინფრასტრუქტურა მზარ არ იყოს,“ - განაცხადა ჯეკ დორსიმ.
მისი განმარტებით, ონლაინ რეკლამირება მნიშველოვან რისკს უქმნის პოლიტიკას, ვინაიდან შესაძლოა მან ზეგავლენა მოახდინოს არჩევნებზე და აქედან გამომდინარე, მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე. აკრძალვა ძალაში, 22 ნოემბრიდან შევა.