31, ოქტომბერი 2019 10:58:00
17:00 საათზე ,,ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი“ JRC წარმოადგენს ხუთ ქვეყანაში წარმოებულ მედიის კვლევის შედეგებს. კვლევის მიზანი რუსული პროპაგანდის მესიჯებთან, საშუალებებთან და მეთოდებთან მიმართებით, უკრაინის დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნებით შექმნილი სიტუაციის გაშუქების შესწავლა და გაანალიზება იყო.
უკრაინაში დამოუკიდებელი მართლმადიდებელი ეკლესიის დაფუძნება იწვევს ფუნდამენტურ ცვლილებას რუსეთის გავლენასა და რბილი ძალის (soft power) სტრუქტურაში პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში, ვინაიდან ეს ცვლის მოსკოვის როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წამყვანი საეკლესიო ცენტრის სტატუსს, რომელიც თითქმის ხელუხლებელი რჩებოდა დაახლოებით 300 წელზე მეტი დროის განმავლობაში. ეს ფუნდამენტური ცვლილება გავლენას ახდენს ყველა სამიზნე ქვეყანაზე - სომხეთზე, ბელარუსზე, საქართველოზე, მოლდოვასა და უკრაინაზე - და მნიშვნელოვანს ხდის იმას, რომ ვაცნობიერებდეთ რუსეთის პროპაგანდასთან მიმართებით შექმნილ ბოლოდროინდელ სიტუაციას, ჰიბრიდული საფრთხეებისადმი გამძლეობის შენარჩუნების მიზნით.
ბოლო მოვლენები საშუალებას იძლევა, გავაანალიზოთ რუსული პროპაგანდის შეგუებადობა და შესაბამისი საკითხის მედია მონიტორინგის მეშვეობით უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე რეაგირება სამიზნე ქვეყნების მედიაში. ადგილი: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი I კორპუსი 318 აუდიტორია.