31, ოქტომბერი 2019 19:07:00
"საქართველოს კათალიკოს პატრიარქი... ერს ჰყავს მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი"- ეს სკანდალური განცხადება მეუფე პეტრემ ჟურნალისტებთან გააკეთა. მეუფე პეტრეს განცხადებით, ის სინოდმა მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მიზეზად მიტროპოლიტი მამათმავლობის მხილებას ასახელებს. "განმაყენა მღვდელმთავრობიდან, მიზეზი იყო მამათმავლობის მხილება" - ამბობს მეუფე პეტრე. სინოდის სხდომა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პირველმა დატოვა. თუმცა მღვდელმთავრების ნაწილმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, რომ უხამსად მოქცევის გამო, მათ პეტრე ცაავას გაძევება მოუხდათ. სხდომის დასრულების შმდეგ ცნობილი გახდა, რომ მეუფე იაკობმა სინოდის წინაშე შენდობა ითხოვა და მისი ბოდიში მღვდელმთავრებმა მიიღეს. უფრო ვრცლად სინოდის სხდომაზე განხილული საკითხების შესახებ, ოქმის გავრცელების შემდეგ გახდება ცნობილი.