31, ოქტომბერი 2019 18:09:00
უამინდობის შედეგად, ხელვაჩაურში მეწყერი 9 ადგილას ჩამოწვა. დაიტბორა 1 საცხოვრებელი სახლი. მიწის მასა ჩამოიშალა სოფელ ზანაქიძეებში, ასევე ფერიაში, სადაც ჩაიკეტა ცენტრალური გზა. იგივე პრობლემებეია სოფელ მნათობში, ზედა ახალშემში , მახოში და მურმანეთში.ზედა თხილნარში, გორგაძეების დასახლებაში გზაზე ჩამოწვა მიწის მასა, რის გამოც ჩაიკეტა 3 ოჯახთან მისასვლელი გზა.სოფელ მახვილაურში, ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა ბერიძის საცხოვრებელი სახლი. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა. ხელვაჩაურში შექმნილი საგენგებო შტაბი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს.