17, იანვარი 2017 11:28:00
იმ ფიზიკურ პირებს, რომელთაც 2015 წლის პირველ იანვრამდე სესხი დოლარში ჰქონდათ აღებული, გალარების პროგრამაში მონაწილეობა დღეიდან შეეძლებათ. თუმცა, მთავრობის აღნიშნული შეღავათით სარგებლობისთვის გარკვეული კრიტერიუმებია დაწესებული. გარდა იმისა, რომ სესხი კომერციული ბანკების მიერ 2015 წლის პირველ იანვრამდე უნდა იყოს გაცემული, ასევე შეზღულია მისი რაოდენობაც და შემოსავლის ზღვარიც. ფიზიკურ პირს არ უნდა ჰქონდეს წლიური შემოსავალი 100 ათას ლარზე მეტი, ხოლო სესხის სახით 100 ათას დოლარზე მეტი. „გალარების“ პროგრამა მაქსიმუმ 40 ათას დოლარს შეეხება. რამდენად მომგებიანია სახელმწიფოს შემოთავაზებული სესხების გალარების პროგრამა? „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე მიიჩნევს, რომ პროგრამით ყველამ არ უნდა ისარგებლოს და მოქალაქეებმა გადაწყვეტილება სესხის ოდენობის, ვადისა და ბანკის მიერ შეთავაზებული პროცენტის მიხედვით უნდა მიიღონ. გიორგი კეპულაძე ვარაუდობს, რომ 27 000 მომხმარებლიდან სესხს დოლარიდან ლარში ნახევარი გადაიტანს.