01, ნოემბერი 2019 16:35:00
პედაგოგთა კომპეტენციის დადასტურების გამოცდები იწყება. პროცესი 2 ნოემბერიდან 8 ნოემბრამდე გაგრძელდება. მზადებას პირველ და მეათე საჯარო სკოლებში აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის მინისტრი გაეცნო. ორივე საგამოცდო ცენტრი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და სრულდება კომპიუტერების მონტაჟი. პრაქტიკოსი მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველების კომპეტენციის დადასტურების გამოცდები ბათუმში შემდეგ მისამართებზე გაიმართება: N1 საჯარო სკოლა - დემეტრე თავდადებულის N 47 და მე-10 საჯარო სკოლა - ჯავახიშვილის N 66