02, ნოემბერი 2019 13:10:00
სომეხი გოგონა, არმინე არუთინიანი, რომელიც „გუჩის“ ჩვენების წინა პერფორმანსზე გამოვიდა, საქართველოში ჩამოვიდა.
ის მონაწილეობას მიიღებს „დალოოდის“ ჩვენებაში მოდის კვირეულის ფარგლებში. ამის შესახებ დიზაინერმა კვიციანმა განაცხადა.
„მიხარია!, რომ არმინა ჩვენს გვერდით არის, რომ შაბათს, 5 საათზე, მისი დალოოდის ჩვენებაში მონაწილეობით ყველა უკუღმართად მოაზროვნე „ბულის” დავუმტკიცებთ, რომ მიუღებელია, დაუშვებელია და კატეგორიულად დასაგმობია ადამიანების წარმომავლობით, მრწამსით, ორიენტაციით თუ ნებისმიერი ნიშნით გამორჩევა, ჩაგვრა და ნებისმიერი ფორმით „ბულინგი”, - წერს მაკა კვიციანი.
შეგახსენებთ, რომ სექტემბერში სოციალური ქსელი მოიცვა 23 წლის სომეხი გოგონას ფოტომ, რომელიც თავიდან „გუჩის“ ახალი სახე ეგონათ, სინამდვილეში ის მხატვარია და მონაწილეობას იღებდა „გუჩის“ ერთ-ერთ ჩვენებაში. მისი გარეგნობა სოციალური ქსელის მომხმარებლებისთვის გარჩევის საგანი.
წყარო: პრაიმ ტაიმი