04, ნოემბერი 2019 20:55:00
გაზრდილი ფასები საკვებ პროდუქტებსა და თამბაქოზე. ფასები მომატებულია შემდეგი სახის პროდუქციაზე: ხილი და ყურძენი, პრძე, ყველი და კვერცხი თევზეული ,ხორცი და ხორცის, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული ,ასევე პური და პურპროდუქტები 11.0 პროცენტი.რა იწვევს ფასების ზრდას, როგორ ხსნიან მოვლენას მოვაჭრეები და ექსპერტები. ნახეთ ჩვენი კოლეგის რეპორტაჟი.
საკვებ პროდუქტებსა და თამბაქოზე ფასები ყოველდღიურად იზრდება. მომხმარებლები ამბობენ, რომ დაბალი შემოსავლების ფონზე ყოველდღიური საჭიროების სურსათის ღირებულება კატასტროფულად დიდია , ამის ერთ ერთ მიზეზად ისინი ხელისუფლების უმოქმედობას ასახელებენ.
მოვაჭრეები ფასების მატებას, ლარის გაუფასურებით და საწვავის გაძვირებით ხსნიან. ამბობენ, რომ მომხმარებლის მხრიდან ხშირია უკმაყოფილება, რაცმაც გაყიდვების შემცირება გამოიწვია.
ფასები მომატებულია შემდეგი სახის პროდუქციაზე: ხილი და ყურძენი 26.9 პროცენტი, რძე, ყველი და კვერცხი 16.0 პროცენტი, თევზეული 15.8 პროცენტი, ხორცი და ხორცის პროდუქტები 14.7 პროცენტი, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 13.7 პროცენტი, ბოსტნეული და ბაღჩეული 12.4 პროცენტი, ასევე პური და პურპროდუქტები 11.0 პროცენტი.
ეკონომისტის მოსაზრებით, ფასების რეგულირება ლარის კურსის დასტაბილურების შემთხვევაშია შესაძლებელი.
საქართველოში, 2019 წლის ოქტომბერში წლიური ინფლაციის დონემ 6.9 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ რამდენიმე ჯგუფზე, მათ შორის სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 13.5 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.02 პროცენტული პუნქტით აისახა.