05, ნოემბერი 2019 13:40:00
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, დღეს ღამის 12 საათიდან ხვალ დილის 8 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება: ინასარიძის, ფიროსმანის, შერიფ ხიმშიაშვილის და გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩებს.
წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით. გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით.