05, ნოემბერი 2019 17:01:00
7 ნოემბერს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში კონცერტი -გამოფენა „ერთი ხეობის ფოლკლორი – ჭვანა“ გაიმართება. სადაც წარმოდგენილი იქნება შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანის ხეობის უნიკალური ტრადიციული სასიმღერო, საცეკვაო, ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშები, გაიმართება გამოფენა. აჭარის ტურიზმის დეპატრამენტი წარადგენს ხეობის ახალ ტურისტულ მარშრუტებს. საღამო „გიორგი გარაყანიძის სახელობის ბათუმის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის XV საერთაშორისო ფესტივალის” ფარგლებში ტარდება. ღონისძიების დეტალებით ახლა პროექტის კოორდინატორი - ნინო რაზმაძე გვიერთდება.