28, აპრილი 2017 17:10:00
დღესვე სოზარ სუბარმა ბათუმში წაბლანელებისათვის მშენებარე კორპუსი მოინახულა და იქ არსებული ბინების შესასყიდად მზაობა გამოთქვა. მინისტრმა კომენტარი გააკეთა დევნილთა შესაძლო შემწეობის მოხსნაზეც. სუბარის თქმით იგეგმება დევნილთა სოციალური დახმარების სისტემის რეფორმა რაც მათ კატეგორიებად დაყოფას გულისხმობს. დაკონკრეტდება იმ დევნილების სია, რომლებსაც სახელმწიფოსაგან გრძელვადიანი განსახლება ჯერ არ შეხებიათ და მათი ვისაც ეს შეეხო. სოზარ სუბარის განმარტებით დევნილების სტატუსის გაუქმების საკითხი დღის წესრიგში არ დგას.