08, ნოემბერი 2019 17:15:00
სოფელ ერგეში, ნიკიტაურის დასახლებაში მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ისინი მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, მშენებლობა ყოველგვარი ნორმების დარღვევით მიმდინარეობს. ელექტრო სადენები საცხოვრებელი სახლების ზემოდან გაიყვანეს, რაც ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედების ქვეშ ყოფნას გამოიწვევს. ისინი „ენერგო პრო ჯორჯიას“ უჩივიან და შესაბამის კომპენსაციას მოითხოვენ, რათა საცხოვრისისათვის საშიში ზონა დატოვონ. საპასუხო კომენტარს ამ დრომდე ველოდებით და დეტალებს მთავარ გამშვებაში მოგიყვებით.