10, ნოემბერი 2019 11:50:00
მსოფლიოში კარტოფილსგან მომზადებული კერძის უამრავი რეცეპტი არსებობს. დღეს გთავაზობთ კარტოფილი-გარმონის რეცეპტს, რომლის მომზადებასაც ძალიან ცოტა დრო და მონდომება სჭირდება.
ინგრედიენტები:
- საშუალო ზომის კარტოფილი - 2 ცალი
- ბეკონი ან ლორი
- ზეთი - 2-3 ს/კ
- კარი - 1 ჩ/კ
- სოიოს სოუსი - 1 ს/კ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესი:
- აიღეთ 2 კარტოფილი, სასურველია თანაბარი ზომის იყოს. გაფცქვენით და გარეცხეთ.
- კარტოფილის ქვეშ დადეთ სუფრის კოვზი და ჩაჭერით ზოლებად მთლიანი კარტოფილი. კოვზი იქნება დაბრკოლება, რათა კარტოფილი ბოლომდე არ ჩაიჭრას.
- ჩაჭრილი კარტოფილი შეახვიეთ ფოლგაში და შედეთ წინასწარ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30 წუთი.
- სანამ კარტოფილი იწვება, დაჭერით ძეხვი იმ ზომებზე, რომ კარტოფილიდან ძალიან არ გამოჩნდეს. მოაყარეთ მა რილი, შავი პილპილი და დაუმატეთ ზეთი. კარგად აურიეთ.
- მოამზადეთ სოუსი. პატარა ღრმა ჯამში ჩაასხით სოიოს სოუსი, ჩაყარეთ კარი და დაუმატეთ ზეთი.
- ნახევარ საათში გამოიღეთ კარტოფილი ღუმელიდან, შემოაცალეთ ფოლგა, დაუტოვეთ ძირზე. ლორი გაანაწილეთ კარტოფილის ჩანაჭრებში და გულუხვად მოასხვით სოუსი.
- შეახვიეთ კვლავ ფოლგაში და შეაბრუნეთ ღუმელში კიდევ 10 წუთი (იგივე ტემპერატურაზე).
- სურვილისამებრ მზა კარტოფილს შეგიძლიათ მოაყაროთ გახეხილი ყველი და მწვანილი.
წყარო: gemrielia.ge