11, ნოემბერი 2019 10:52:00
აფხაზეთის მთებში, სოფელ ფსხუსთან ტყის ძლიერი ხანძარი მძვინვარებს. ამის შესახებ რუსული მედია დე-ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით წერს.
გავრცელებული ცნობით, ცეცხლი 10 ჰექტარის ფართობზეა მოდებული, ფიქსირდება ცეცხლის მრავალი კერა. რთული რელიეფის გამო ცეცხლთან ბრძოლა მხოლოდ ვერტმფრენებიდან არის შესაძლებელი. აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, სოხუმმა დახმარებისთვის შესაძლოა რუსეთს მიმართოს.
წყარო : imedinews.ge