11, ნოემბერი 2019 13:03:00
შინაგან საქმეთა სამინისტრო ფილმში „და ჩვენ ვიცეკვეთ“ დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს. შსს-ში აცხადებენ, რომ ფილმის აკრძალვის თაობაზე პარლამენტის ყოფილი დეპუტატის, დიმიტრი ლორთქიფანიძის განცხადების საფუძველზე უწყებას გამოძიება არ დაუწყია.
„მიმდინარე წლის 8 ნოემბერს, მოქალაქე დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ სამინისტროში შემოტანილ იქნა განცხადება თანდართული მასალებით, რომლის თანახმად, აღნიშნული პირი მოითხოვდა ფილმის შინაარსის შესწავლამდე, მისი ჩვენების შეზღუდვას. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, განცხადებაზე გამოძიება არ დაუწყია“, - აცხადებენ შსს-ში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენების აკრძალვის მოთხოვნით შინაგან საქმეთა სამინისტროს გასულ კვირას მიმართა.