12, ნოემბერი 2019 09:59:00
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონოსამეწარმეო საქმიანობის ფაქტზე ერთი პირი ამხილეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილი შესაბამისი გადასახადებისთვის თავის არიდების მიზნით, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას სახელმწიფო რეგისტრაციის გარეშე.
2018-2019 წლის განვლილ პერიოდში, ბრალდებულმა, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოიტანა ჯამში -66 488 ლარის ღირებულების პროდუქცია - ენერგეტიკული სასმელი და მოახდინა მისი რეალიზაცია აჭარაში მდებარე სავაჭრო ობიექტებში, რითაც მიიღო დიდი ოდენობით უკანონოშემოსავალი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლისსამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველინაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებსთავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.