12, ნოემბერი 2019 13:15:00
საპენსიო სააგენტოს დირექტორის, ლევან სურგულაძის, თქმით,პირველი იანვრიდან დღემდე დაგროვებით საპენსიო სქემაში 923 258 ადამიანი გაწევრიანდა, საიდანაც 746 829 კერძო, ხოლო საჯარო სექტორზე 215 676 მოდის. ამასთან, სისტემაში 59 378 ათასი კერძო ორგანიზაციაა ჩართული. ამის შესახებ მან პარლამენტში, ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს განუცხადა.
ფონდის ღირებულება დღეისთვის 409 507 840 ლარია, შენატანებზე დამატებით დარიცხული სარგებელი 11 163 782 ლარს შეადგენს.
ამ დროისთვის კომპანიების მიერ შენატანების დეპოზიტურ მოცულობებთან ერთად ფონდის მთლიანი ღირებულება 455 177 694 ლარს შეადგენს.
ფონდის ერთეულის ღირებულება საწყისი 10 ლარიდან, 10.48 ლარამდე გაიზარდა, რაც 4.8%-იან ზრდას წარმოადგენს.
აღსანიშნავია ასევე, რომ ფონდის მონაწილეთა რაოდენობა ბოლო თვეებში საშუალოდ დღეში 500-700 მონაწილით იზრდება, ხოლო გასულთა რიცხვი უმნიშვნელოა.