ქარული კომპანია GlenBerries, რომელიც კენკრასა და ბოსტნეულს შოკური მეთოდით ყინავს, აშშ-ში პროდუქციის რეგულარულ გაყიდვებს იწყებს. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფიელ მაღალაშვილმა East fruit-ს განუცხადა. პირველ ეტაპზე საუბარია მოცვზე, მარწყვზე, ყვავილოვან კომბოსტოსა და ბროკოლზე. კომპანია პირველ პარტიას გაგზავნა ამ კვირაშივე გაგზავნის, შემდეგ კვირაში კი 10 კონტეინერი 210 ტონა ხილი გაიგზავნება. ექსპორტისას შენარჩუნებული იქნება პროდუქტებისთვის საჭირო 18-გრადუსიანი მუდმივი ტემპერატურა. ტრანსპორტირება ფოთის პორტიდან განხორციელდება.
კომპანიამ გაყინული ხილი და ბოსტნეული ისრაელში გასულ წელს დააექსპორტა. GlenBerries-ის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ დიდი მოთხოვნაა შვეიცარიიდანაც, რომელსაც კომპანიის წარმადობა ვერ აკმაყოდილებს. წარმადობის ზრდას მეწარმე, ადგილობრივი ხილბოსტნეულის პარალელურად, ტროპიკული ხილის გაყინვით შეეცდება.
„ჩვენ ვფიქრობთ მანგოს და ანანასის შემოტანაზე, რადგან ქვეყანაში ამ ორ პროდუქტზე დიდი მოთხოვნაა. თუმცა, აქ გარკვეულ პრობლემას, ფინანსების მობილიზებასთან ერთად, სამუშაო ძალის დეფიციტი წარმოადგენს. მაგალითად, სათბურში სამუშაოდ 80 შტატგარეშე თანამშრომელი გვჭირდებოდა, რომელთა მოძიებაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა“,- აღნიშნავს რაფიელ მაღალაშვილი.
GlenBerries-ის საწარმო 2018 წლის ივნისში სახელმწიფოს მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქარელის რაიონში გაიხსნა.
კომპანის თანადამფუძნებლის ინფორმაციით, პროექტის საწყისი ინვესტიცია დაახლოებით, 5 მლნ ლარი იყო, აქედან 0,6 მლნ ლარი სახელმწიფო გრანტია, დანარჩენილი თანხა კი დამფუძნებლების სახსრებია. მისივე თქმით, გასულ წელს საწარმომ დამატებითი 2 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია მოიზიდა, 2020 წელს კი რამდენიმე მილიონის ინვესტიციის განხორციელება კიდევ იგეგმება.