12, ნოემბერი 2019 17:25:00
პოლიციამ არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით მშობელი დააკავა. არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი სამართალდამცველებმა დედაქალაქში გამოავლინეს. აიყვანეს ერთი პირი. დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებული ქალი არასრულწლოვან შვილებს ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით, მოწყალების შეგროვებას აიძულებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ფიზიკური ანგარიშსწორებით და სექსუალური ძალადობით ემუქრებოდა.საქმეზე გრძელდება გამოძიება.