13, ნოემბერი 2019 10:29:00
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველომ 12 ნოემბერს მოძრაობა "ქართული მარშის" ლიდერის - ალექსანდრე (სანდრო) ბრეგაძის მიერ სახალხო დამცველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის სამსახურებრივი საქმიანობისთვის ხელის შეშლის მიზნით მასზე ზემოქმედებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძე თავის თანამოაზრებთან ერთად სახალხო დამცველის ოფისთან 12 ნოემბერს მივიდა. ბრეგაძე ითხოვდა ნინო ლომჯარიას შეესწავლა ბავშვთა მონაწილეობის საკითხი ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ".
ბრეგაძე ირწმუნება, რომ ფილმში ბავშვების გადაღება მოტყუებით მოხდა.