13, ნოემბერი 2019 17:49:00
სექსი ბათუმში- ასე ჰქვია პროექტს, რომლის ავტორი მოქალაქე ირაკლი კიკვაძეა. იგი ბათუმის მერიას ინიციატივით მიმართავს. შესაბამისი იდეა კი „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში ვებგვერდზე უკვე დაარეგისტრირა. პროექტის ფარგლებში სერიალს გადაიღებენ. თითო ვიდეო 3 წუთიანი იქნება და მასში ქალაქის ღირსშესანიშნაობებს აჩვენებენ. ავტორი თვლის, რომ ამით ტურისტების მოზიდვას შეძლებენ და ბათუმს მსოფლიოს გააცნობენ.