13, ნოემბერი 2019 17:54:00
ბათუმში, მეათე საჯარო სკოლაში საგნობრივი ოლიმპიადის მეორე ტური დაიწყო. დღეს მონაწილეებმა საკუთარი შესაძლებლობები ფიზიკაში გამოსცადეს. შეჯიბრი კიდევ 5 საგანში ჩატარდება: ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინგლისურ ენაში, მათემატიკაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგნობრივი ოლიმპიადა მიზნად ისახავს გააღრმაოს მოსწავლეთა მიერ სკოლაში მიღებული ცოდნა, გამოავლინოს ნიჭიერი, შემოქმედებითი აზროვნების მქონე მოსწავლეები. კონკურსი 17 ნოემბერს დასრულდება.