14, ნოემბერი 2019 20:50:00
სრულიად ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილთან გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადება. მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ, 2დღიანი, უკვე სპექტაკლად შეფასებული პროცესების დასასრულს 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებაზე კანონპროექტი ჩააგდო, ოპოზიცია ქუჩაში გადის. ეს არის საკითხი, რომლის ირგვლივაც ყველა - განსხვავებების მიუხედავად, გაერთიანდება - ამის შესახებ ჯერ კიდევ გუშინ, ლეიბორისტების ოფისში შეკრებილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთხმად განაცხადეს. მათი მოლოდინი, რომ ქართული ოცნება და მისი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი საკუთარი დაპირების შესრულებას არ აპირებდა, რაშიც იარაღად ვითომდა, ინიციატივის მოწინააღმდეგე მაჟორიტარებს იყენებდა, დღეს გამართლდა. ამიტომ, პოლიტიკურ თაღლითობას ქუჩის ყველაზე ძლიერი პროეტსტით უპასუხებენ. ოპოზიცია კონსულტაციებს და სამოქმედო გეგმაზე შეთანხმებას იწყებს.