15, ნოემბერი 2019 13:40:00
აჭარის უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანაშემწის თანამდებობაზე მადონა ლომინაძე წარადგინა, რომელიც ეტლით მოსარგებლეა. პროფესიით პედაგოგი საკანონდებლო ორგანოში ბავშვთა, შშმ პირთა და გენდერული უფლებების დაცვის მიმართულებით იმუშავებს.
„მადონა ლომინაძე პედაგოგია და მისი გამოცდილება ბავშვთა, შშმ პირთა და გენდერული უფლებების დაცვის მიმართულებით, მჯერა, დადებითად აისახება ჩვენი კომიტეტისა და ზოგადად, საკანონდებლო ორგანოს მუშაობაზე“- აცხადებს ცოტნე ანანიძე.