01, მაისი 2017 20:09:00
მომავალ წელს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება, საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით კი უკვე 2020 წელს შედგება- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანო არ მიიღებს არც ერთ ისეთ ნორმას, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით, ვენეციის კომისიისგან ნეგატიურად შეფასდება. პრესკონფერენციაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დიდი დრო პრეზიდენტის ქმედების შეფასებებსაც დაუთმო. ირაკლი კობახიძის განცხადებით, "რამდენიმე დღეში საზოგადოება ნახავს თუ როგორია ის დესტრუქციული ელემენტები, რაზეც პრეზიდენტი და პარტიები შეთანხმდნენ“. პარლამენტის თავმჯდომარის განმარტებით, თუ პრეზიდენტს კონსტიტუციის ახალი რედაქცია არ მოსწონს მას ვეტოს გამოყენების უფლება აქვს.