17, იანვარი 2017 11:37:00
პეტრე ზამბახიძე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებს დატოვებს-ამის შესახებ პარტიის ყოფილი წევრი რაულ თავართქილაძე საუბრობს. თავართქილაძე ამბობს, რომ ყველა ის პიროვნება, რომელთა პოზიციებსა და იდეოლოგიასაც ზამბახიძე იზიარებდა პარტიის მიღმა დარჩა რის გამოც მისი ეს ნაბიჯი ლოგიკური იქნება. თავართქილაძე იმასაც ამბობს, რომ ზამბახიძე საკუთარ გადაწყვეტილებას ახლო მომავალში გაასაჯაროებს. მიისვე თქმით პარტიულ რიგებს აჭარის ორგანიზაციიდან კიდევ რამდენიმე წევრი გამოეთიშება. საპირისპიროს ამბობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“. ელგუჯა ბაგრატიონი აცხადებს, რომ ზამბახიძე პარტიის დატოვებას არ აპირებს. მმართველ გუნდის წევრთა ნაწილს პეტრე ზამბახიძის წასვლაში თუ დარჩენაში არსებით აზრს ვერ ხედავენ. თუმცა ზამბახიძის განზრახვის შესახებ არაფერი სმენიათ.